"კლუბისთვის ეს დიდი წარმატებაა" - ჩაბი ალონსოს სიტყვა ჩემპიონობის შემდეგ » სპორტის ხაზი

"კლუბისთვის ეს დიდი წარმატებაა" - ჩაბი ალონსოს სიტყვა ჩემპიონობის შემდეგ

"კლუბისთვის ეს დიდი წარმატებაა" - ჩაბი ალონსოს სიტყვა ჩემპიონობის შემდეგ
15-04-2024, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

ლევერკუზენმა ბუნდესლიგის 29-ე ტურში ბრემენის ვერდერი 5:0 გაანადგურა და გერმანიის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ პრესკონფერენციაზე ამ დიდ მიღწევაზე ისაუბრა:

"გვინდოდა, ამ სეზონში კარგი მენტალიტეტით გვეთამაშა და ფეხბურთელებმა ერთად მუშაობა დაიწყეს. პირველი რამდენიმე მატჩის შემდეგ დავინახეთ, რომ ამ გუნდს ნამდვილად შეეძლო კარგი ფეხბურთის თამაში. ჩემთვის საამაყოა იმის თქმა, რომ ლევერკუზენი ჩემპიონია. ეს სრულიად დამსახურებულია გუნდისთვის, ფანებისთვის და კლუბისთვის.

ეს ტიტული ასევე ეკუთვნის ჩემს წინამორბედებს: კრისტოფ დაუმს, კლაუს ტოპმიოლერს, როჯერ შმიდტს და ბევრ სხვას. მე ძალიან ვამაყობ, რომ ლევერკუზენის ისტორიის ნაწილი ვარ.

კლუბისთვის ეს დიდი წარმატებაა. 120-წლიან ისტორიაში პირველად მოხდა და ყველასთვის განსაკუთრებულია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლევერკუზენის ამ დიდებული დღის ნაწილი ვართ და თავს მშვენივრად ვგრძნობ. ახლა უნდა დავტკბეთ მომენტით, საკმაოდ ინტენსიური სეზონი იყო, რომელიც აქ არ დასრულებულა. ამ დღის დავიწყება არ შეგვიძლია, მაგრამ ახლა ის უკვე წარსულია და ამ სეზონში ჯერ კიდევ გვაქვს დიდი მიზნები. მადლობა გულშემატკივრებს მთელი სეზონის განმავლობაში მხარში დგომისთვის, ახლა კი, მეტი გვინდა"
- განაცხადა ჩაბიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი