ჩაბი ალონსოს დიდებულების პატარა ისტორია "ლევერკუზენში" » სპორტის ხაზი

ჩაბი ალონსოს დიდებულების პატარა ისტორია "ლევერკუზენში"

ჩაბი ალონსოს დიდებულების პატარა ისტორია "ლევერკუზენში"
15-04-2024, 09:07
Aa Aa
გაზიარება:

14 აპრილს ჩაბი ალონსოს "ლევერკუზენმა" გერმანიის ჩემპიონობა ბუნდესლიგის დასრულებამდე 5 ტურით ადრე აღანიშნინა და "ბაიერნის" ჰეგემონია დაამხო.

ესპანელი სპეციალისტი გერმანულ გუნდს 2022 წლის 5 ოქტომბერს შეუერთდა, მაშინ, როცა გუნდს 1979 წლის შემდეგ ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტი ჰქონდა.

42 წლის მწვრთნელს არასდროს ჰყავდა მთავარი გუნდი გაწვრთნილი და "ლევერკუზენს" "რეალ სოსიედადი B"-დან შეუერთდა.

18 წლის შემდეგ, ზუსტად 557 დღეში, მან ბაიერნთან ერთად კლუბის ისტორიაში პირველად მოიგო ბუნდესლიგა და "ბაიერნის" გერმანული დომინაცია ჩააცხრო.

ეს ყველაფერი მან ნულოვანი მარცხით, ზედიზედ 43 წაუგებელი მატჩით მოახერხა (ყველა ჩემპიონატში).

ამჟამად მისი გუნდი გერმანიის თასის ფინალშია "კაისერსაუთერნთან" და ევროპა ლიგის მეოთხედ-ფინალში.

ეს ყველაფერი ალონსოს სადებიუტო სეზონში მოხდა, პირველი ტიტული და უკვე ტრებლსაც კი უმიზნებს. ჯერ კიდევ წინა სეზონში შეეძლო "ბაიერნის" გარდა სხვა რომელიმე გერმანულ გუნდს ტრებლზე ეოცნება მაინც? ახლა კი ამ ერთმა ადამიანმა რამდენი რამ შეცვალა.

ჩაბის ამ დროისათვის ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი ჰყავს. მათ "იუვენტუსის" წაუგებელი სერიის რეკორდი გაიმეორეს და თუ მომდევნო შეხვედრაშიც არ დამარცხდებიან, გახდებიან ყველაზე მეტი დაუმარცხებელი სერიის მქონე გუნდი.

ასე და ამგვარად, ამ ახალგაზრდა და ახალბედა მწვრთნელმა ოქროს კალმით დაიწყო თავისი სამწვრთნელო კარიერის ისტორიის წერა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი