ვინ მიიღებს ჩემპიონთა ლიგის მეხუთე საგზურს? - შანსი ხვიჩას და ნაპოლის » სპორტის ხაზი

ვინ მიიღებს ჩემპიონთა ლიგის მეხუთე საგზურს? - შანსი ხვიჩას და ნაპოლის

ვინ მიიღებს ჩემპიონთა ლიგის მეხუთე საგზურს? - შანსი ხვიჩას და ნაპოლის
14-04-2024, 20:21
Aa Aa
გაზიარება:

უეფას კოეფიციენტების სეზონური რეიტინგი საერთაშორისო ტურნირების 1/4-ფინალების შემდეგ ოფიციალურად განახლდა.

მოგეხსენებათ, რომ ახალი რეგლამენტის თანახმად, სეზონური რეიტინგის 2 საუკეთესო ქვეყანა მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დამატებით მეხუთე საგზურს მიიღებს.

აი, როგორ გამოიყურება უეფას სეზონური რეიტინგის ტოპ 5:

1. იტალია – 18 428
2. გერმანია – 16 785
3. ინგლისი – 16 750
4. ესპანეთი – 15 062
5. საფრანგეთი – 14 750

როგორც ხედავთ, იტალიის სერია A-ს დამატებით მეხუთე საგზურის მიღების ყველაზე დიდი შანსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის მეხუთე ადგილზე გასვლაც ეყოფა, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს.

ამ მომენტისთვის ნაპოლი სერია A-ს მე-8 ადგილს 49 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი