ოსიმენის შემდეგ ხვიჩაც - ვიქტორი და კვარა პარი სენ-ჟერმენში გაერთიანდებიან? » სპორტის ხაზი

ოსიმენის შემდეგ ხვიჩაც - ვიქტორი და კვარა პარი სენ-ჟერმენში გაერთიანდებიან?

ოსიმენის შემდეგ ხვიჩაც - ვიქტორი და კვარა პარი სენ-ჟერმენში გაერთიანდებიან?
11-04-2024, 15:38
Aa Aa
გაზიარება:

პარი სენ-ჟერმენი ნაპოლის ვარსკვლავებს არ ეშვება. მას შემდეგ, რაც მბაპეს პარიზიდან წასვლა დაანონსდა, ფრანგები ახალი ლიდერების ყიდვას ცდილობენ.

როგორც დაიწერა, მათ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი 130-140 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეათანხმეს და ნიგერიელი მომდევნო სეზონიდან საფრანგეთში ითამაშებს.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზელები ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებასაც შეეცდებიან, რომელშიც ისინი დე ლაურენტისს 100 მილიონ ევრომდე შესთავაზებენ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ დე ლაურენტისი ხვიჩასთვის განახლებული კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს, რომელიც ხელფასის ზრდას სერიოზულ დონეზე ითვალისწინებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი