თვალებს არ დაუჯერებთ - გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა! » სპორტის ხაზი

თვალებს არ დაუჯერებთ - გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა!

თვალებს არ დაუჯერებთ - გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა!
11-04-2024, 11:55
Aa Aa
გაზიარება:

საფეხბურთო პორტალმა, Transfermartk-მა ლა ლიგაში არსებული მეკარეების ფასები გამოაქვეყნა, პირველ პოზიციაზე კი გიორგი მამარდაშვილია.

ამ მომენტში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვალენსიას კარის დარაჯი 35 მილიონი ევრო ღირს. გიორგი 4 მილიონით ისეთ მეკარეებს უსწრებს, როგორებიც იან ობლაკი, ტიბო კურტუა და ტერ შტეგენი არიან.

მამარდაშვილის პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა, რომ მასზე დიდი გუნდები ზაფხულში ბრძოლას დაიწყებენ, ქართველის შეძენის ერთ-ერთი ფავორიტი კი პრემიერ ლიგიდან უნდა იყოს.

უდიდესია იმის ალბათობა, რომ ვალენსიამ ზაფხულში მამარდაშვილი სარფიანად გაყიდოს და ამით ეკონომიკური სტაბილურობა მოიპოვოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი