"ცეცხლი გაჩნდა და მიშომ გამოსვლა ვერ შეძლო" - მიხეილ აშვეთიას შვილი დაეღუპა » სპორტის ხაზი

"ცეცხლი გაჩნდა და მიშომ გამოსვლა ვერ შეძლო" - მიხეილ აშვეთიას შვილი დაეღუპა

"ცეცხლი გაჩნდა და მიშომ გამოსვლა ვერ შეძლო" - მიხეილ აშვეთიას შვილი დაეღუპა
გუშინ, 23:25
Aa Aa
გაზიარება:

ქუ­თა­ის­ში ხან­ძარს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. თა­ყა­იშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ხან­ძრის შე­დე­გად 22 წლის მიშო აშ­ვე­თია გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძა­რი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გაჩ­ნდა, რა დრო­საც მი­ხე­ილ აშ­ვე­თი­ას ეძი­ნა და მან გა­მოს­ვლა ვერ შეძ­ლო.

მომ­ხდარს სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ ტორ­პე­დოს ფანკლუ­ბი ეხ­მი­ა­ნე­ბა. მიშო ფანკლუ­ბის წევ­რი იყო. ის ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, მი­ხე­ილ აშ­ვე­თი­ას შვი­ლია.

სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად და ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი მიშო აშ­ვე­თია. ძა­ლი­ან ძნე­ლია ამის და­ჯე­რე­ბა და რა­ი­მე სი­ტყვე­ბის პოვ­ნა. თა­ნა­ვუგ­რძნობთ ამ დიდ ტკი­ვილს, ჩვე­ნი გუნ­დის და ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დას მი­ხე­ილ აშ­ვე­თი­ას, მის ოჯახს და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვის­თვი­საც მიშო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, გამ­ძლე­ო­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას. მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, ძმაო… გვიყ­ვარ­ხარ და არას­დროს და­გი­ვი­წყებთ.

- წერს ტორპედოს ფანკლუბი.

"ცეცხლი გაჩნდა და მიშომ გამოსვლა ვერ შეძლო" - მიხეილ აშვეთიას შვილი დაეღუპა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი