ოფიციალურად: "ლიონის" ლიდერი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: "ლიონის" ლიდერი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს

ოფიციალურად: "ლიონის" ლიდერი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს
11-06-2025, 00:43
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგი შემტევი ნახევარმცველი, რაიან შერკი კარიერას ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონში — „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.

როგორც ფრანგული და ბრიტანული მედია ადასტურებს, ლიონი 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებს. თავად შერკი ინგლისურ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მოლოდინია, რომ ფრანგი ტალანტი სიტის განაცხადშიც მოხვდება ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის, რომელიც 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით აშშ-ში ჩატარდება. „ქალაქელები“ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის სტატუსით იასპარეზებენ.

შერკი ლიონის საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი 2020 წელს ჰქონდა. მას შემდეგ ახალგაზრდა ფრანგმა თავი გამოიჩინა როგორც ტექნიკური და კრეატიული შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც შეუძლია როგორც მარჯვენა ფლანგზე, ისე 10-იანის პოზიციაზე თამაში.

"ლიონში" შერკიმ საერთო ჯამში: ჩაატარა 212 მატჩი, გაიტანა 0 გოლი და გააკეთა 47 საგოლე გადაცემა.

ბოლო წლებში შერკი „ლიონის“ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და მრავალჯერ იქნა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში მოწვეული.

პეპ გვარდიოლას გუნდი ახალგაზრდა შემტევისგან დიდ პოტენციალს ელოდება. "სიტის" სურს, რომ შერკი შემოქმედებითი კომპონენტის გამაძლიერებელი იყოს გუნდში, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მომავალ სეზონში სერიოზული დატვირთვა ექნებათ როგორც პრემიერლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაში და ახლა უკვე საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზეც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი