მსოფლიო საკლუბი ჩემპიონატის წინ - პსჟს გუნდის ლიდერი გამოაკლდა » სპორტის ხაზი

მსოფლიო საკლუბი ჩემპიონატის წინ - პსჟს გუნდის ლიდერი გამოაკლდა

მსოფლიო საკლუბი ჩემპიონატის წინ - პსჟს გუნდის ლიდერი გამოაკლდა
გუშინ, 21:34
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგული გრანდის, „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი, უსმან დემბელე, ტრავმის გამო გუნდს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ მატჩში ვერ დაეხმარება. როგორც ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იუწყება, ფეხბურთელს მარცხენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული, რის გამოც მინიმუმ სამი კვირა გაუცდება.

დემბელე ვერ ითამაშებს 15 ივნისს, როცა პარიზული კლუბი B ჯგუფის პირველი მატჩისთვის მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება. სპეციალისტების პროგნოზით, მისი დაბრუნება ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ნაკლებად სავარაუდოა.

2024/2025 წლების სეზონი დემბელესთვის შედეგიანად წარიმართა — მან ყველა ტურნირში 49 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 33 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა. სწორედ მისი ფორმა იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც „პსჟ“-ს B ჯგუფში ფავორიტად მიიჩნევდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი