რამდენიმე წუთის წინ ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ ლივერპულმა კიდევ ერთი მეკარე დაიმატა და ახალი სეზონიდან ალისონს ორი შემცვლელი ეყოლება.
მოგეხსენებათ, რომ აქედან ერთი გიორგი მამარდაშვილი იქნება, მეორე კი 20 წლის უნგრელი მეკარე, არმინ პეჯი, რომელიც ლივერპულმა პუშკაშის აკადემიიდან დაიმატა.
როგორც ირკვევა, უნგრელმა ფეხბურთელმა ლივერპულს თანხმობა უკვე განაცხადა და კლუბებს შორისაც ყველაფერი მალევე მოგვარდა.