"ოქროს ბურთი თუ ჩემპიონთა ლიგა?" - როგორია "პსჟ-ის" ვარსკვლავის არჩევანი » სპორტის ხაზი

"ოქროს ბურთი თუ ჩემპიონთა ლიგა?" - როგორია "პსჟ-ის" ვარსკვლავის არჩევანი

"ოქროს ბურთი თუ ჩემპიონთა ლიგა?" - როგორია "პსჟ-ის" ვარსკვლავის არჩევანი
30-05-2025, 18:09
Aa Aa
გაზიარება:

"პარი სენ-ჟერმენის" ფრანგმა ვარსკვლავმა, უსმან დემბელემ, ინდივიდუალური ჯილდოების თემაზე კომენტარი გააკეთა და ყურადღება გუნდის მიზნებზე გაამახვილა.

"ყველა ოქროს ბურთზე მელაპარაკება, მაგრამ მე უკვე ვთქვი, რომ მთავარი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. როცა პსჟ-ში თამაშობ, არის რაღაცები, რაც ინდივიდუალურ ჯილდოებზე გაცილებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ ტიტულზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. მშივრები ვიქნებით და იმედი მაქვს, ფინალს მოვიგებთ. თუმცა ეს ძალიან რთული იქნება, რადგან "ინტერი" ძლიერი მეტოქეა."

დემბელემ მიმდინარე სეზონში 48 მატჩში 33 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი დაპირისპირება 31 მაისს გაიმართება მიუნხენში, "ალიანც არენაზე". შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი