სექტემბრის თვეში 2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა გვეცოდინება, რომლის ბედიც მეტწილად ჩემპიონთა ლიგის ფინალზე იქნება დამოკიდებული.
სეზონის პირველ ნახევარში უპირობო ფავორიტი მოჰამედ სალაჰი იყო, რომელმაც პრემიერ ლიგაში გამაოგნებელი ფეხბურთელი აჩვენა, თუმცა ჩემპიონთა ლიგიდან მისი ნაადრევად გამოვარდნა ეგვიპტელისთვის შანსებს ძალიან ამცირებს.
მეორე ნახევრიდან სალაჰს ბარსელონას ორი შემტევი, რაფინია და იამალი წამოეწივნენ, რომლებსაც ინდივიდუალურად მართლაც ძალიან შთამბეჭდავი სეზონი გამოუვიდათ. ბრაზილიელმა ვინგერმა ხალხის გაოცება საგოლე კონტრიბუციების რაოდენობით შეძლო, იამალმა კი მინდორზე ნაჩვენები ბრწყინვალე სათამაშო ხარისხით.
ახლოს ტრიალებს უსმან დემბელეც, რომელსაც ინდივიდუალურად არაჩვეულებრივი სეზონი აქვს. საგოლე მოქმედებების სიმრავლესთან ერთად, ფრანგი შემტევი პსჟ-ის ლიდერად ითვლება და თუ ლიგის ფინალში გამარჯვება შეძლო, მაშინ, სავარაუდოდ ჯილდოსაც ის დაეუფლება.
აი, ასე გამოიყურება ოქროს ბურთის TOP 20 ამ მომენტისთვის:
1. უსმან დემბელე (პსჟ)
2. ლამინ იამალი (ბარსელონა)
3. რაფინია (ბარსელონა)
4. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
6. კილიან მბაპე (რეალი)
7. პედრი (ბარსელონა)
8. ჰარი კეინი (ბაიერნი)
9. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
10. ლაუტარო მარტინესი (ინტერი)
11. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
12. ნუნო მენდეში (პსჟ)
13. ვიტინია (პსჟ)
14. ვიქტორ გიოკერეში (სპორტინგი)
15. ვინისიუსი (რეალი)
16. ჯუდ ბელინგემი (რეალი)
17. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)
18. დენზელ დუმფრისი (ინტერი)
19. დეკლან რაისი (არსენალი)
20. დეზირე დუე (პსჟ)