ვინ გაიტანს ლიგის ფინალში გოლს? - გამოკითხვა პარიზის ქუჩებში » სპორტის ხაზი

ვინ გაიტანს ლიგის ფინალში გოლს? - გამოკითხვა პარიზის ქუჩებში

ვინ გაიტანს ლიგის ფინალში გოლს? - გამოკითხვა პარიზის ქუჩებში
25-05-2025, 18:21
Aa Aa
გაზიარება:

31 მაისს პარი სენ-ჟერმენისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერს ეთამაშება, რომელმაც ფანტასტიკურად მოთამაშე ბარსელონა გამოთიშა ტურნირს.

პარიზში თამაშამდე დიდი მოლოდინებია. ახლა მთელი ქალაქი დღეებს ითვლის, რათა მათი საყვარელი კლუბი ისტორიაში პირველად გახდეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

სხვათა შორის, პარიზის ქუჩებში გამოკითხვა ჩატარდა იმასთან დაკავშირებით თუ ვის გოლს ელიან ადგილობრივები ფინალში საყვარელი გუნდიდან, პასუხები კი ასე გადანაწილდა:

უსმან დემბელე - 40%
ხვიჩა კვარაცხელია - 35%
დეზირე დუე - 15%
ვიტინია - 10%

მაშ ასე, კვარასგან გოლს საფრანგეთში საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ელის და იმედი დავიტოვოთ, რომ ისტორიულ ტიტულს პარი სენ-ჟერმენი სწორედ ქართველის გაბრწყინებით მოიპოვებს!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი