ევროპული მედიის ცნობით, კევინ დე ბრუინი კარიერას დიდი ალბათობით იტალიაში გააგრძელებს – ბელგიელმა ნახევარმცველმა "ნაპოლისთან" შეთანხმებას მიაღწია და კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
სავარაუდოა, რომ გარიგება უკვე დასრულებულია და მისი ოფიციალური დადასტურება უახლოეს დღეებში მოხდება. გავრცელებული ინფორმაციით, ნეაპოლურმა კლუბმა დე ბრუინს ფინანსურად მომგებიანი პირობები შესთავაზა – მისი საერთო ანაზღაურება სამ წელიწადში 17 მილიონ ევროს შეადგენს.
პირველ ორ სეზონში ფეხბურთელი ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს, მესამე წელს კი – 5 მილიონს. შედარებისთვის, შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წლიური ანაზღაურება „ნაპოლიში“ 1.5 მილიონ ევროს შეადგენდა.
დე ბრუინის შესაძლო ტრანსფერი "ნაპოლისთვის" მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმ ეტაპზე, როცა გუნდი ახალი სეზონისთვის გაძლიერებას გეგმავს.