ოქროს ბურთი - კვარაცხელია რეიტინგში წინსვლას აგრძელებს » სპორტის ხაზი

ოქროს ბურთი - კვარაცხელია რეიტინგში წინსვლას აგრძელებს

ოქროს ბურთი - კვარაცხელია რეიტინგში წინსვლას აგრძელებს
გუშინ, 14:36
Aa Aa
გაზიარება:

2025 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტების სიაში ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთი ნაბიჯი წინ გადადგა. სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემა საკუთარ რეიტინგს აყალიბებს და ორივე შემთხვევაში ქართველი ვარსკვლავის პოზიცია გაუმჯობესებულია.

Goal-ის შეფასებით, კვარაცხელია, რომელიც საფრანგეთის „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობს, რეიტინგში ოთხი საფეხურით დაწინაურდა და ახლა მეთერთმეტე პოზიციაზე იმყოფება.

თუმცა კიდევ უფრო პოზიტიური სურათი წარმოგვიდგინა ბრიტანულმა Football 365-მა, რომელმაც მონაცემები საბუკმეკერო კომპანიებზე დაყრდნობით გაანალიზა. მათ მიერ განახლებულ ჩამონათვალში ხვიჩა კვარაცხელია უკვე საუკეთესო შვიდეულშია — თანაც მე-6–7 ადგილზე მოჰამედ სალაჰთან ერთად.

გამოცემის თქმით, კვარაცხელიას 2025 წელი გამორჩეულად წარმატებული აქვს:

მას შემდეგ, რაც იანვარში „ნაპოლი“ დატოვა და პსჟ-ს შეუერთდა, მისი თამაშის დონე კიდევ უფრო გაიზარდა. ფრანგულ გრანდს ქვეყნის ჩემპიონობაშიც დაეხმარა და ახლა აქვს რეალური შანსი, ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგოს. თუ ყველაფერი სწორად განვითარდა, მას შეუძლია სეზონის სამი უმთავრესი ტიტულით დაასრულოს წელი.

Football 365-ის ვერსიით, 2025 წლის “ოქროს ბურთის” ათეულში შემდეგი მოთამაშეები არიან:

1. უსმან დემბელე (პსჟ)
2. ლამინ იამალი (ბარსელონა)
3. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
4. რაფინია (ბარსელონა)
5. ლაუტარო მარტინესი (ინტერი)
6-7. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
8-9. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), პედრი (ბარსელონა)
10. დეზირე დუე (პსჟ)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი