UFC-ში ახლა ძალიან საინტერესო დრო დგას. მსუბუქ წონაში ქამრისთვის ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირას შეხვდება, ხოლო ქვესაშუალოში ისლამ მახაჩევი ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება.
აღნიშნულ მოვლენებსა და ჩანიშნულ ბრძოლებს სოციალურ ქსელში ეხმაურება ამავე სპორტის ლეგენდა, კონორ მაკრეგორი, რომელიც კვლავ სარკასტული საქციელით გამოირჩა.
მაკრეგორი ორი ტიტულის ფოტოს აქვეყნებს და მაყურებელს მიანიშნებს, რომ ორგზის ჩემპიონი მხოლოდ თავად არის, ახალმა თაობამ კი ამის გაკეთება ვერ მოახერხა.