ხვალ, 23:00 საათზე ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ლონდონის არსენალს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში უმასპინძლებს.
მატჩამდე ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელია საჯაროდ შეაქო:
მის დამატებას რამდენიმე წლის წინაც ვფიქრობდი, თუმცა არ გამოგვივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა, უდიდესი გამოცდილება აქვს და მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ.
როდესაც ქვეყანას იცვლი, სირთულეებს აწყდები, ადაპტაციის პროცესი მისთვის ადვილი არ იყო, მაგრამ ის გონებაგახსნილი ადამიანია. იგი ახლა ყველა მატჩში იღებს მონაწილეობას. მისი გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ.
- თქვა ენრიკემ.