ქართველი ჯუდოკა ლაშა ბექაური გულშემატკივრებს 8 მაისს "თბილისი არენაზე" მისვლასა და საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
"8 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს ხელბურთის ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა გადამწყვეტია — გვაქვს შანსი, კიდევ ერთხელ ვიასპარეზოთ ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენს გუნდს სჭირდება გულშემატკივრის მხარდაჭერა. ვისაც შესაძლებლობა გაქვთ, მობრძანდით დარბაზში და ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს“
– აცხადებს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი.