საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის გუნდი მაისის ბოლოს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო თაგ-რაგბის ტურნირში ზედიზედ მეორედ ითამაშებს.
უკონტაქტო თაგ-რაგბი მსოფლიოს სპეციალურმა ოლიმპიადამ თავის რიგებში 2019 წელს მიიღო. საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის ხელმძღვანელის, ლაშა გოცირელის ინიციატივით და საქართველოს რაგბის კავშირის ხელშეწყობით, მორაგბეთა გუნდი შარშან მარტში შეიქმნა, მაისში პარიზის ტურნირზე გაემგზავრა და ოქროს მედლები მოიპოვა (6 მოგება, 1 ფრე).
შეგახსენებთ, სპეციალური ოლიმპიადის გუნდში 5 შშმ პირი და 4 მოყვარული მორაგბე ირიცხება.
პარიზის ტურნირზე გასამგზავრებლად ემზადებიან:
გიორგი დიდია, სერგო გვარაძე, გიორგი ტომარაძე, ანზორ ფირუზიშვილი, ნიკოლოზ გარსევანიშვილი, მალხაზ ჩაჩავა, დიტო ხვიჩია, ვახო ჯაფარიძე, ვახო კავთიძე, ლაშა ულარჯიშვილი, ზუკა შენგელია.
RUGBY.GE