სამწუხარო ინფორმაცია - ლეგენდარული სესარ ლუის მენოტი გარდაიცვალა » სპორტის ხაზი

სამწუხარო ინფორმაცია - ლეგენდარული სესარ ლუის მენოტი გარდაიცვალა

სამწუხარო ინფორმაცია - ლეგენდარული სესარ ლუის მენოტი გარდაიცვალა
6-05-2024, 21:56
Aa Aa
გაზიარება:

85 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული სესარ ლუის მენოტი - მწვრთნელი, რომელმაც არგენტინის ნაკრებს თავის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა. "ალბისელესტეს" ყოფილმა დამრიგებელმა თავის ეროვნულ გუნდთან ერთად გამარჯვება სამშობლოში გამართულ 1978 წლის მუნდიალზე იზეიმა.

"თეთრ-ლურჯების" გარდა, სხვადასხვა დროს ის ასევე მუშაობდა ბარსელონაში, ატლეტიკოში, ბოკა ხუნიორსში, რივერ პლეიტში, მექსიკის ნაკრებში, სამპდორიასა და კიდევ რამდენიმე გუნდში. არგენტინის ეროვნული გუნდის ყოფილი დამრიგებელი კატალონიაში წვრთნიდა დიეგო მარადონას, მაგრამ 1978 წლის ჩემპიონატზე მან იმ დროისთვის ახალგაზრდა შემტევი არ წაიყვანა.

არგენტინელმა 1981 წლის თასების მფლობელთა თასის ფინალის წინ თავისი პროგნოზიც გააკეთა: "ტურნირს მოიგებს ევროპის უძლიერესი გუნდი, დინამო თბილისი".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.