იტალიური მედია: "ოსიმენი და პარი სენ-ჟერმენი თითქმის შეთანხმებულია" » სპორტის ხაზი

იტალიური მედია: "ოსიმენი და პარი სენ-ჟერმენი თითქმის შეთანხმებულია"

იტალიური მედია: "ოსიმენი და პარი სენ-ჟერმენი თითქმის შეთანხმებულია"
26-04-2024, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური მედიის, კერძოდ Il Mattino-ს ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენი პარი სენ-ჟერმენში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

ამავე გამოცემის მტკიცებით, ნაპოლი ელის, რომ ოსიმენის გამოსასყიდ თანხას მიიღებს, რომელიც ნიგერიელს დადებულ კონტრაქტში აქვს მითითებული.

როგორც იწერება, აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორ ოსიმენში პარი სენ-ჟერმენისგან 120 მილიონ ევროს მიიღებს.

ნიგერიელ ფორვარდს მიმდინარე სეზონის სერია A-ში 21 თამაში აქვს გამართული, რა დროშიც მან 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი