მოგეხსენებათ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ბავშვობის წლები ლიონში გაატარა, ახლა კი ამავეე კლუბის ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ ქართველი ფორვარდი უკვე პირველ გუნდში დაიმატონ.
"ლიონი ფრანგულ კლასიკაში პარი სენ-ჟერმენთან 1:4 დამარცხდა მიუხედავად იმისა, რომ ლუის ენრიკეს გუნდში უმთავრესი ლიდერები არ თამაშობდნენ."
"გასაკვირი სულაც არ იქნება, რომ ლიონის მესვეურებმა ახალი მოთამაშეების დამატება გადაწყვიტონ, რადგან მათი ამჟამინდელი ლიდერები თავს ვერაფრით გვამახსოვრებენ."
"თუ ლიონი ზაფხულში გუნდიდან ორბანს გაუშვებს, ეს გზას გიორგი მიქაუტაძეს გაუხსნის", - წერენ საფრანგეთში.