ესპანურმა AS-მა დაწერა, რომ გიორგი მამარდაშვილს თამაში ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდში სურს.
"თუ მაღალი დონის გუნდი არ გამოჩნდება, გიორგი ვალენსიაში დარჩება, თუმცა ქართველისთვის უპირატესი ისეთ კლუბში თამაშია, რომელიც ჩემპიონთა ან ევროპის ლიგაზე იასპარეზებს."
"ვალენსიაში მამარდაშვილის თაობაზე წინადადებებს საზაფხულოდ ელიან. კლუბში მიაჩნიათ, რომ გიორგის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი იქნება, რის გამოც მისი სარფიანად გაყიდვაა გადაწყვეტილი", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლიგაში ზამორას ბრძოლისთვის მესამე ადგილს იკავებს.