იტალიურმა მედიამ, კერძოდ La Gazzetta dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე დაწერა.
როგორც აღნიშნული წყარო ამტკიცებს, ქართველი ფეხბურთელი ამ ზაფხულს არსად არ წავა, კონტრაქტის განახლებაზე კი აურელიო დე ლაურენტისი სრულ მზადყოფნას აცხადებს.
გარდა ამისა, იწერება ისიც, რომ კვარაცხელიას ახალი ხელშეკრულებით 1.2 მილიონის ნაცვლად, ხელფასი 4.5 მილიონი ევრო ექნება, რაც ზუსტად ისაა, რასაც მისი გარემოცვა ითხოვდა.
La Gazzetta dello Sport-მა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ მხარეები მხოლოდ გამოსასყიდი თანხის ზუსტ რაოდენობაზე ვერ თანხმდებიან, თუმცა, სავარაუდოდ, ამ პუნტქის გამო მიმდინარე მოლაპარაკებებს პრობლემები ნაკლებად უნდა შეექმნას.