არმანი მილანოსთან მოგებულ მატჩში შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხხსნა დააკლდა » სპორტის ხაზი

არმანი მილანოსთან მოგებულ მატჩში შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხხსნა დააკლდა

არმანი მილანოსთან მოგებულ მატჩში შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხხსნა დააკლდა
12-03-2024, 15:05
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ში მორიგი მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას ვირტუსმა. ბოლონიელებმა ერთ-ერთ კონკურენტსა და ევროლიგაში მოასპარეზე არმანი მილანოს უმასპინძლეს და მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – 84:75.

ქართველმა ფორვარდმა შედეგიანად ითამაშა. შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ვირტუსის ერთ-ერთმა ლიდერმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და ბოლონიელთაგან მოედანზე ყველაზე მეტი – 27 წუთი დაჰყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ნიშნულიდან კი უფრო წარმატებით ესროლა: 6-დან 3 შორი სროლა ჩააგდო. მთლიანობაში მის ანგარიშზე 11 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა.

ვირტუს ბოლონია 16 მოგებით და 6 წაგებით სერია A-ში მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 17 მარტს, პეზაროს სტუმრად შეხვდება.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.