ქართველმა წყალბურთელებმა მსოფლიოზე ასპარეზობის შანსი დაკარგეს - რუმინეთთან დავმარცხდით » სპორტის ხაზი

ქართველმა წყალბურთელებმა მსოფლიოზე ასპარეზობის შანსი დაკარგეს - რუმინეთთან დავმარცხდით

ქართველმა წყალბურთელებმა მსოფლიოზე ასპარეზობის შანსი დაკარგეს - რუმინეთთან დავმარცხდით
12-01-2024, 00:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში რუმინეთთან 11:18 დათმო. ამით ეროვნული ნაკრები იმის გარდა, რომ ვერ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ¼ ფინალში, 2. გაიუარესა გასულ შემთხვევაში მიღწეული შედეგი (მე-8 ადგილი) და დაკარგა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შანსი.

საქართველოს ნაკრებისთვის ტურნირის მთავარ მატჩს გუნდი ელიტური დივიზიონის B ჯგუფში სამი მარცხით შეხვდა, მისი მეტოქე რუმინეთი კი მეორე დივიზიონის D ჯგუფში სამივე გამარჯვებით. ამის მიუხედავად, პლეი ოფის წინ ეროვნული ნაკრები რუმინეთთან ფავორიტად მიიჩნეოდა.

¼ ფინალში რუმინეთი ესპანეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები კი ბრძოლას მე-9 - მე-12 ადგილებისთვის გააგრძელებს, თუმცა მე-9 ადგილს აღარაფერი მოაქვს, რადგან მსოფლიოს საგზურის მფლობელმა საფრანგეთმა ვერ მოახერხა ¼ ფინალში გასვლა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი