"მეორე ტაიმში ისევ დაღლა დაგვეტყო" - ვილი სანიოლის კომენტარი მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"მეორე ტაიმში ისევ დაღლა დაგვეტყო" - ვილი სანიოლის კომენტარი მატჩის შემდეგ

"მეორე ტაიმში ისევ დაღლა დაგვეტყო" - ვილი სანიოლის კომენტარი მატჩის შემდეგ
20-11-2023, 21:08
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრა ესპანეთის ნაკრებთან სტუმრად 3:1 წააგო და ასპარეზბა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა პრესასთან ისაუბრა.

"იმ საშინელი 1:7-ის შემდეგ უკეთ ვითამაშეთ, ტაქტიკურადაც და პირველ ტაიმში ესპანეთს ანგარიშს ვუწევდით, რაც შეეხება მეორე ტაიმს, აქ ისევ დაღლა და ფიზიკური მოუმზადებლობა დაგვეტყო, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა.

გავის ტრავმის გამო ვწუხვარ, სეზონში ფეხბურთელები უამრავ მატჩს ატარებენ და ეს ჩვენი სპორტის შემადგენელი ნაწილია, იმედია გავი მალე დაბრუნდება.

დე ლა ფუენტეს ვუთხარი, რომ საფრანგეთთან ერთად ისინი ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები იქნებიან, მათი თამაშით აღფრთოვანებული ვარ."

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლი და საქართელო მარტში ერთა ლიგის პლეიოფს ითამაშებენ და იმ ორი მატჩით შეეცდებიან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი