ნაპოლი და კონტე - გადამწყვეტი მომდევნო კვირები იქნება » სპორტის ხაზი

ნაპოლი და კონტე - გადამწყვეტი მომდევნო კვირები იქნება

ნაპოლი და კონტე - გადამწყვეტი მომდევნო კვირები იქნება
28-04-2024, 16:48
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე ცნობილია, ფრანჩესკო კალცონა სეზონის ბოლოს ნაპოლის დატოვებს და სლოვაკეთის ნაკრებს შეუერთდება.

ცხადია, ამ ფაქტის გამო აურელიო დე ლაურენტისს ახალი მწვრთნელის ძიება უკვე დაწყებული აქვს, მისი ერთ-ერთი კანდიდატი კი ანტონიო კონტეა, რომელიც ახლა უმუშევარია.

როგორც Spazionapoli წერს, კონტეს შემთხვევაში გადამწყვეტი მომდევნო რამდენიმე კვირა იქნება. გამოცემის მტკიცებით, კონტეზე ბევრი კლუბი ნადირობს, თუმცა დე ლაურენტისი მომგებიან პოზიციაშია.

სხვათა შორის, ამავე გამოცემის გვერდზე მილანის ულტრასების კომენტარიც ვრცელდება, რომლის მიხედვითაც ანტონიომ მილანში სტეფანო პიოლი უნდა ჩაანაცვლოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი