მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იმ მწვრთნელებს მიმართა, რომლებიც ყოველთვის რაღაცას იმიზეზებენ, რომ ცუდი შედეგი გაამართლონ.
"ამ სეზონში ძალიან ბევრი პრობლემები გვქონდა. მარტო კურტუას, მილიტაოსა და ალაბას ტრავმები არა, ვინისიუსი 2 თვე ვერ გვეხმარებოდა, კამავინგა და ჩუამენიც.
"მაგრამ შემოგვხედეთ, ახლა სად ვართ. ჩვენ არასდროს ვწუწუნებთ, უბრალოდ მაქსიმუმს ვაკეთებთ", - განაცხადა ანჩელოტიმ.
"რეალმა" ამ სეზონში ლა ლიგის თასი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც თამაშობს.