რუსეთის ჩემპიონატის ეგიდით ერთმანეთს ნიჟნი ნოვგოროდი და მოსკოვის ლოკომოტივი შეხვდნენ, რომელიც, რა თქმა უნდა, არ დაგვაინტერესებდა, რომ არა მარადიშვილთან დაკავშირებული სკანდალი.
საქმე ისაა, რომ აღნიშნულ მატჩზე მომუშავე კომენტატორმა კონსტანტინ მარადიშვილი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია და ბოლოს დედის გინებითაც დაასრულა.
ამასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი მარადიშვილის მამამ, კობა მარადიშვილმა გააკეთა, რომელმაც იგორ კორნეევს (კომენტატორი) უცოდინარი და არაპროფესიონალი უწოდა.
"ვინ აძლევს ასეთ ხალხს უფლებას, რომ ტელევიზიაში იმუშაოს? ეს უცოდინრობა და არაპროფესიონალიზმია, სხვას კი ვერაფერს ვიტყვი იმაზე, რაც მან ჩემს შვილს აკადრა", - თქვა მარადიშვილმა.