ჩალჰანოღლუ: "ევროპაზე ამის იმედი გვაქვს" » სპორტის ხაზი

ჩალჰანოღლუ: "ევროპაზე ამის იმედი გვაქვს"

ჩალჰანოღლუ: "ევროპაზე ამის იმედი გვაქვს"
30-04-2024, 21:13
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე თურქეთის ნაკრებია. მათმა ლიდერმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ გულშემატკივარზე ისაუბრა.

"ნაკრებში კარგი განწყობაა და ერთ სული გვაქვს, როდის დაიწყება ევროპის ჩემპიონატი. ვფიქრობთ, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვიზამთ. თანაც, გერმანიაში მილიონობით თანამემამულე ცხოვრობს და მჯერა, რომ ჩვენს თამაშებზე ტრიბუნებს სწორედ თურქი ქომაგები გაავსებენ.

"ეჭვი არ გვეპარება, რომ დიდებულ ატმოსფეროს შეგვიქმნის გულშემატკივარი და ეს ფაქტი დიდ სიხარულს გვგვრის იმედთან ერთად", - განაცხადა ჰაკანმა.

საქართველოს ნაკრები თურქეთს 18 ივნისს, ქალაქ დორტმუნდში დაუპირისპირდება და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შეხვედრის ყველა ბილეთი ელვისებური სისწრაფით გაიყიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი