ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღე და 6 ქართველი ძიუდოისტი » სპორტის ხაზი

ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღე და 6 ქართველი ძიუდოისტი

ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღე და 6 ქართველი ძიუდოისტი
26-04-2024, 23:10
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ 2024 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი 25 აპრილს დაიწყო და 27-ში რჩება.

დღეს ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა, ლაშა შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ამ მომენტისთვის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ხვალინდელი, დასკვნითი დღე, 27 აპრილი ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოს ვარსკვლავების დღეა, რადგან 6 მათგანს ვიხილავთ.

90 კილოიანი წონის კატეგორიაში ლაშა ბექაური და გიორგი ჯაბნიაშვილი იბრძოლებენ. 100 კილოგრამამდე კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ამავე წონის კატეგორიის ჩემპიონი ილია სულმანიძე დაიცავს.

მძიმე წონით კატეგორიაში (+100კგ) გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი იასპარეზებენ საქართველოს ნაკრების სახელით. ხოლო +78 კგ კატეგორიაში მებრძოლი ქართველი სოფიო სომხიშვილია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი