"საქართველოდან მწერენ, რომ თოფურია არ არის ნამდვილი ქართველი" - ევლოევი გამაღიზიანებელ საუბარს აგრძელებს » სპორტის ხაზი

"საქართველოდან მწერენ, რომ თოფურია არ არის ნამდვილი ქართველი" - ევლოევი გამაღიზიანებელ საუბარს აგრძელებს

"საქართველოდან მწერენ, რომ თოფურია არ არის ნამდვილი ქართველი" - ევლოევი გამაღიზიანებელ საუბარს აგრძელებს
6-05-2024, 21:44
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა ერთ-ერთ პოდკასტში ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა:

"თოფურია საქართველოში არ დაბადებულა, ის სხვა ქვეყანამ აღზარდა. ამის მიუხედავად, ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული იმის თქმა, რომ ის ნამდვილი ქართველი არ არის. ჩემთვის ისიც სრულიად საკმარისია, რომ ილია კონკურენტუნარიანი მებრძოლია. რაც შეეხება შეფასებას, ვფიქრობ, საქართველოს წარმოჩენას მის ნაცვლად ვინმე სხვა ქართველი უკეთ შეძლებდა.

საქართველოდან მწერენ, რომ მატადორი არ არის ნამდვილი ქართველი, რადგან ის ტრადიციებს არ ასრულებს. ისინი ჩემი მხარდამჭერები არიან.
ინგუშებსა და ქართველებს დიდი ისტორიული კავშირი გვაქვს, კონფლიქტი არ გვქონია. მამები ამბობდნენ, რომ ინგუშს ქართველის სახით მეგობარი ყოველთვის ეყოლებოდა.

თოფურიამ ვოლკანოვსკისთან ბრძოლით ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. მთუმცა ახლა ჩემი დროა. ილიასთვის ყველაზე უხერხული მეტოქე სწორედ მე ვარ და მან ეს თავადაც იცის. მთავარია, სატიტულო ბრძოლამდე მივაღწიო."
- თქვა ევლოევმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.