იტალიური Il Mattino-ს ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი ფრანჩესკო კალცონას ჩანაცვლებას სტეფანო პიოლით გეგმავს.
როგორც იცით, კალცონა სეზონის ბოლოს ნაპოლის დატოვებას და სლოვაკეთის ნაკრებს შეუერთდება, რაც უკვე დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი.
რაც შეეხება პიოლის, ამბობენ, რომ მან სეზონის ბოლოს მილანი უნდა დატოვოს, დე ლაურენტისი კი მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ დაიწყებს, თუ პიოლი მილანთან ყველანაირ ურთიერთობას ამოწურავს.
გარდა სტეფანო პიოლისა, იწერება ისიც, რომ აურელიო დე ლაურენტისს ფიორენტინას მწვრთნელის, ვინჩენცო იტალიანოს ვარიანტიც აქვს.