რატომ ვერ უშვებს "სიტი" 38 წლის მეკარეს » სპორტის ხაზი

რატომ ვერ უშვებს "სიტი" 38 წლის მეკარეს

რატომ ვერ უშვებს "სიტი" 38 წლის მეკარეს
7-05-2024, 18:11
Aa Aa
გაზიარება:

შესაძლოა ბევრისთვის უცნობი იყოს ის ფაქტი, რომ "მანჩესტერ სიტის" მესამე მეკარე სკოტ კარსონია.

38 წლის გოკლიპერს ბოლო 5 წელიწადში მხოლოდ 2 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ მისი ხელფასი 1.4 მლნ გირვანქას შეადგენს.

ამის მიზეზი ის გახლავთ, პრემიერ ლიგა კლუბებს 25 კაციან განაცხადს სთხოვს, რომელშიც სულ მცირე 3 ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი უნდა იყოს, თავისუფალი სლოტის ამოსავსებად კი ქალაქელები სკოტს იყენებენ.

2022 წელს ჩემპიონთა ლიგაზე "პორტუს" წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობა მიიღო და გულშემატკივარი მას ფეხზე წამომდგარი მხურვალე ტაშით შეხვდა. ეს მისი მეორე მატჩი იყო "სიტის" მაისურით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.