მივაღებინოთ შერმადინს საუკეთესოს ტიტული - ხმა მიეცით გიორგის » სპორტის ხაზი

მივაღებინოთ შერმადინს საუკეთესოს ტიტული - ხმა მიეცით გიორგის

მივაღებინოთ შერმადინს საუკეთესოს ტიტული - ხმა მიეცით გიორგის
25-04-2024, 12:07
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის პროფესიულ საკალათბურთო “ლიგა ენდესაში” 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშისა და სიმბოლური ხუთეულების გამოვლენა დაიწყო. საუკეთესო მოთამაშე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება, რომელშიც მონაწილეობას ლიგა ენდესას მოთამაშეები, მწვრთნელები, ფანები და ჟურნალისტები მიიღებენ.

ფანების გამოკითხვა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხმის მიცემა, დღეს, 24 აპრილს დაიწყო და 7 მაისამდე გაგრძელდება. ზემოთნახსენები 4 სეგმენტიდან თითოეულს (მოთამაშეები, მწვრთნელები, ჟურნალისტები, ფანები) 25-პროცენტიანი ძალა აქვს. შესაბამისად, საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდება საერთო ჯამში მიღებული ხმების (პროცენტების) მიხედვით.

ამჯერად მიმდინარეობს ფანების გამოკითხვა, რომელში მონაწილეობაც ინტერნეტით ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამოკითხვა წარმოებს Instagram-ისა Tweeter-ის გვერდებზე. უნდა შეხვიდეთ აღნიშნულ აპლიკაციებში ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდებზე (ACB.COM) და შესაბამისი გამოკითხვის ბანერის ქვეშ დაწეროთ კომენტარი #MVPMovistar Giorgi Shermadini.

ხმის მისაცემი ინსტაგრამის პირდაპირი ბმული

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.