ტატო ბაციკაძე: "ხვიჩას ეს ნათქვამი ზუსტად კანონზეა" » სპორტის ხაზი

ტატო ბაციკაძე: "ხვიჩას ეს ნათქვამი ზუსტად კანონზეა"

ტატო ბაციკაძე: "ხვიჩას ეს ნათქვამი ზუსტად კანონზეა"
4-05-2024, 15:45
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი სპორტული ჟურნალისტი, ტატო ბაციკაძე ხვიჩა კვარაცხელიას პოსტს ეხმაურება, რომელიც ფეხბურთელმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

"პირადად მე, როგორც ამ კანონის მოწინააღმდეგეს და ადამიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ კანონის მიღებით პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტური დიქტატურისკენ გაგვაქანებენ, რა თქმა უნდა, მერჩივნა ხვიჩა კვარაცხელიასაც მკაფიო და მკაცრი პოზიცია დაეფიქსირებინა, მაგალითად როგორც ეს ნინიაშვილმა გააკეთა ან ბუდუ ზივზივაძემ, მაგრამ ამავე დროს, ვითვალისწინებ იმასაც, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი არაა, ყველა ადამიანი ერთნაირ სიტუაციაში არაა და ყველა ერთნაირ რეალობაში არ ცხოვრობს."

"არავინ ვიცით, ვინ როგორ მოვიქცეოდით სხვის ადგილას და რას და როგორ დავწერდით. ხვიჩას სტატუსში ეწერა: "ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს" და "არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს" - ეს ორი წინადადება, რა თქმა უნდა, ამ კანონზეა, მაგრამ პირდაპირ მაგას ხვიჩა ვერ წერს, თუ რატომ ვერ წერს, ეგ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს."

"კი, კახა კალაძე და ვიღაცეები ეცდებიან ეს სტატუსი თავის სასარგებლოდ გამოიყენონ, მაგრამ მაინც, ამ ბუნდოვან სტატუსშიც ჩანს, რომ წინადადებები "...ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს" და "არა ყველაფერს რაც გვაპირისპირებს" ამ კანონზეა."

"პირადად მე, არავისგან მომითხოვია ამა თუ იმ საკითხზე თავისი აზრი გამოთქვას, რადგან ადამიანი შეიძლება საკითხში ვერ ერკვევა (კარგია ეს თუ ცუდია, სხვა საკითხია), ან რამე მიზეზი ჰქონდეს (და ეგეთი მიზეზი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს), რის გამოც ხმას ვერ იღებს."

"ყველა არაა ერთნარი, ყველა არაა ერთნაირ სიტუაციაში, ყველას არ ჰყავს ერთნაირ გარემოცვა და ბოლოს, ყველას არ აქვს ერთნაირი გამბედაობა - მაგალითად კანკავამ და ბუდუმ პირდაპირ თქვეს, კვარამ პირდაპირ ვერ თქვა, არაუშავს, რაც არის, ეგ არის."

"უბრალოდ ერთის თქმაც მინდა: აზრის გამოთქმა, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია. ადამიანის მოსაზრებაზე აზრის გამოთქმაც ყველას შეუძლია, მაგრამ ზოგიერთი ისეთი რაღაც წავიკითხე კვარაზე ამ ორ დღეში, რა ვიცი.. კვარა რომ გამოსულიყო და ეთქვა მიიღეთ ეს კანონი, ევროპის დედაც, წავედით რუსეთშიო, გასაგები იქნებოდა ეგ ყველაფერი, მაგრამ ამ სტატუსის მერე ეგეთ ჰეითი რა ვიცი.."

"მაინც ნუ დაგავიწყდებათ, რომ 23 წლის ფეხბურთელზეა საუბარი, რომელსაც მთელი ქვეყანა უყურებს და იმხელა წნეხის ქვეშ უწევს ყოველდღიურად ცხოვრება, ვერც კი წარმოვიდგენთ. კიდევ ერთხელ, არავინ ვიცით, მის ადგილას როგორ მოვიქცეოდით და რას დავწერდით"
, - წერს ტატო ბაციკაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი