გაუპატიურების ბრალდებით პრემიერ ლიგის ორი ფეხბურთელი დააკავეს » სპორტის ხაზი

გაუპატიურების ბრალდებით პრემიერ ლიგის ორი ფეხბურთელი დააკავეს

გაუპატიურების ბრალდებით პრემიერ ლიგის ორი ფეხბურთელი დააკავეს
24-04-2024, 21:35
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღის წინ პრემიერ ლიგის ორი ფეხბურთელი იქნა დაკავებული, მიზეზი კი გაუპატიურების ბრალდება გახლავთ.

ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემა "MailSport" იუწყება, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ფეხბურთელების ვინაობა არ არის გავრცელებული, თუმცა ის კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე მათგანი ერთი გუნდის ღირსებას იცავს.

გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და სხვა დეტალები მომდევნო დღეებში იქნება ცნობილი, თუმცა რა დრო დასჭირდება და საერთოდ გაასაჯაროვებენ თუ არა ფეხბურთელების ვინაობებს, ეს უცნობია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი