ზიდანი და ბაიერნი არარეალურია - გერმანიაში ყველაფერი გაარკვიეს » სპორტის ხაზი

ზიდანი და ბაიერნი არარეალურია - გერმანიაში ყველაფერი გაარკვიეს

ზიდანი და ბაიერნი არარეალურია - გერმანიაში ყველაფერი გაარკვიეს
19-04-2024, 21:45
Aa Aa
გაზიარება:

დღეს აქტიურად იწერებოდა, რომ ბაიერნი ზიდანის კანდიდატურით ინტერესდებოდა, თუმცა გერმანიაში ყველაფერი უარყვეს.

ამავე ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფლორიან პლეტენბერგმა დაწერა, რომ ზიდანისა და ბაიერნის ურთიერთგადაკვეთა არარეალურია.

როგორც პლეტენბერგი წერს, ზიდანი არათუ ფავორიტია, არამედ ბაიერნის სიაში საერთოდ არაა და მისი კანდიდატურა არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს თომას ტუხელი ბაიერნს დატოვებს, ჯერჯერობით კი უცნობია ვინ გააგრძელებს მის გზას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი