უპატიებელი შეცდომები და შეხვედრის შემდეგ დასრულებული კარიერა - რა მოხდა კრემონეზე - პიზას მატჩზე? » სპორტის ხაზი

უპატიებელი შეცდომები და შეხვედრის შემდეგ დასრულებული კარიერა - რა მოხდა კრემონეზე - პიზას მატჩზე?

უპატიებელი შეცდომები და შეხვედრის შემდეგ დასრულებული კარიერა - რა მოხდა კრემონეზე - პიზას მატჩზე?
2-05-2024, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია ბ-ს მორიგ ტურში ერთმანეთს კრემონეზესა და პიზა დაუპირისპირდნენ, შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 2:1, დასრულდა.

მატჩის მთავარმა არბიტრმა მანუელ ვოლპიმ რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რამაც შედეგზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

თუ შეცდომების შემდეგ მსაჯებს რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით სჯიან ხოლმე, ამ შემთხვევაში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა და ვოლპიმ სამსაჯო კარიერა მატჩის შემდეგ თავისივე ნებით დაასრულა.

"უხეში შეცდომა დავუშვი და უნდა წავიდე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას თანადგომისთვის. მადლობა ამ მატჩში მონაწილე ფეხბურთელებს, რომელთაც ჩემი ეს გადაწყვეტილებები ნორმალურად მიიღეს. ყოველთვის სამწუხაროა, როცა შეცდომას უშვებ, რადგან ჩვენი ყველას მიზანია ფეხბურთს ყველაფერი საუკეთესო მისცე." - თქვა ვოლპიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი