ფრანგული მეცის ყოფილმა ფეხბურთელმა, სირილ პუჟემ გიორგი მიქაუტაძის შესახე კომენტარი გააკეთა.
როგორც პუჟე ამბობს, ფაქტი, რომ მეცს დღემდე აქვს შანსი ლიგა 1-ში დარჩენისა, ეს გიორგი მიქაუტაძის დამსახურებაა.
"მიხარია, რომ ის ამდენ გოლს იტანს, რადგან განსაკუთრებული გოლეადორი არც მე ვყოფილვარ. თუ დღეს მეცი უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს, ამაში გიორგის უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი", - თქვა პუჟემ.
ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის 15 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.