La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისმა ვიქტორ ოსიმენის ჩამნაცვლებელს ლიგა 1-ში, კერძოდ ლილის შემადგენლობაში მიაგნო.
საუბარია კანადელ ფორვარდ ჯონათან დავიდზე, რომელიც, როგორც იწერება, ახალი სეზონიდან ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი უნდა გახდეს.
იტალიური მედია წერს, რომ დავიდს ლილთან ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება, ფეხბურთელს კი ახალი გამოწვევების მიღება სურს.
ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლილმა ჯონათანის მიზნებს ხელი შეუშალოს და ფეხბურთელს დაგეგმილ ტრანსფერზე უარი უთხრას.