UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა ილია თოფურიას პროვოცირება სცადა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და თოფურიას "დამცინავი" ფოტოებიც დაურთო:
"სანამ ჩემპიონი იმყოფება მსოფლიო ტურნეში და ქამრის დაცვის ნაცვლად, უბრალოდ მას ხალხს აჩვენებს, მე შემიძლია გავმართო ორი ბრძოლა და ტიტულისთვის მებრძოლი ორივე პრეტენდენტი გავანადგურო" - ამბობს მოვსარი.