გიორგი ქოჩორაშვილის მამა: "ევროპასაც ვითამაშებთ და..." » სპორტის ხაზი

გიორგი ქოჩორაშვილის მამა: "ევროპასაც ვითამაშებთ და..."

გიორგი ქოჩორაშვილის მამა: "ევროპასაც ვითამაშებთ და..."
17-04-2024, 21:53
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილის მამამ როინ ქოჩორაშვილმა მედიასთან ევროპაზე ისაუბრა.

"ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს, ქვეყანა კი ევროკავშირში შევა. დიდებული ბიჭების მომსწრენი ვართ, რომლებიც ასევე დიდებულ ისტორიას წერენ", - აცხადებს როინი.

გიორგი წინა აქციის მხარდასაჭერი ფოტოების გავრცელების შემდეგ ინსტაგრამზე აღარ იძებნებოდა, რის გამოც მის მამას ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა დაურეკა, რათა ამბები გაერკვიათ, მან კი უპასუხა, რომ თუ საჭირო გახდა, სიცოცხლითაც აგებენ სამშობლოსთვის პასუხს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამადაც აქციაა გამართული საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც ქართველი მოქალაქეები "რუსულ კანონს" აპროტესტებენ, რათა ევროკავშირში შესვლა შევძლოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი