გიორგი მიქაუტაძე: "გოლის გატანით დამსახურებული ოვაციები ძალიან მაკლდა" » სპორტის ხაზი

გიორგი მიქაუტაძე: "გოლის გატანით დამსახურებული ოვაციები ძალიან მაკლდა"

გიორგი მიქაუტაძე: "გოლის გატანით დამსახურებული ოვაციები ძალიან მაკლდა"
13-04-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის მეცმა ლანსს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ქართველი ფორვარდი დასახელდა, რომელმაც მეტოქისთვის ორი ბურთის გატანა შეძლო.

აი, რა თქვა მიქაუტაძემ თამაშის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან:

"გოლის გატანით დამსახურებული ემოციები ძალიან მაკლდა და მჭირდებოდა. ჩემს თავზე ცუდი ამბები მომდიოდა. ვიღაცები ამბობდნენ, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის დავბრუნდი, რაც არ მომწონდა და ამის შეცვლა მსურდა."

"ჩემი მიზანი ისაა, რომ მეცი საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში დავტოვო. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ახალი არაფერია"
, - თქვა მიქაუტაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი