იტალიურ და მსოფლიო საფეხბურთო მედიაში, უკვე დიდი ხანია იწერება, რომ ვიქტორ ოსიმენი იტალიაში ატარებს ბოლო კვირებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სეზონის ბოლოს იგი პსჟ-ს მიაშურებს.
დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა გამოცემები ვარაუდობენ, რომ ნიგერიელის ყოველწლიური ხელფასი პარკ დე პრენსზე 13 მილიონი ევრო იქნება. ამის გარდა, ცხადია, ხელშეკრულებაში ბონუსების პუნქტიც გათვალისწინებული იქნება .
"აძურის" ცხრიანის სახელს უკავშირებდნენ პრემიერ ლიგის გუნდებსაც, თუმცა ეს სატრანსფერო ბრძოლა უდიდესი ალბათობით პარიზმა მოიგო. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნასთან ერთად, ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა.