საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ნაკრების ამხანაგურ მატჩებზე გააკეთა კომენტარი.
პირველ არხთან იაშვილმა განაცხადა, რომ 9 ივნისს საქართველოს მონტენეგრო უმასპინძლებს, მეორე მატჩი კი გაიმართება 9 ივნისამდე, თუმცა მეტოქე და ლოკაცია ჯერ კიდევ არაა დაზუსტებული და მოგვიანებით გაირკვევა.
ცნობისთვის, 18 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველ მატში თურქეთს დაუპირისპირდება.