საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა, ვილი სანიოლის გუნდმა ქართული ფეხბურთის ისტორია ევრო 2024-ის პლეი ოფში ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოგებით დაწერა და ევროზე გავიდა.
ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ .
ეროვნულმა გუნდმა ყველაფერ სასიხარულოსთან ერთად, დიდი ფინანსური სარგებელიც მიიღო - ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნებისმიერ ნაკრებს €9.25 მილიონი ერგება.
ჩემპიონატზე თითოეული თამაშის მოგებისთვის გუნდი დამატებით მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფრისთვის 500 ათასს.
ჯგუფიდან პლეი ოფის პირველ ეტაპზე გასვლა დამატებით €1.5 მილიონია.