საქართველო - ლუქსემბურგის მსაჯი ქართველი იყო? - რა ხდება ინტერნეტში » სპორტის ხაზი

საქართველო - ლუქსემბურგის მსაჯი ქართველი იყო? - რა ხდება ინტერნეტში

საქართველო - ლუქსემბურგის მსაჯი ქართველი იყო? - რა ხდება ინტერნეტში
23-03-2024, 17:06
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოსა და ლუქსემბურგის შეხვედრა ხოსე მარია სანჩეს მარტინესმა განსაჯა, რომელმაც ჩვენთვის სასიამოვნო გადაწყვეტილებები მიიღო.

ჯერ იყო და მარტინესმა საქართველოს კარში გატანილი გოლი გააუქმა, შემდეგ კი მეტოქე გუნდის გამოცდილ მცველს წითელი ბარათი უჩვენა, რის ხარჯზეც ვილი სანიოლის ფეხბურთელებმა შესანიშნავად ისარგებლეს და მოწინააღმდეგეს სოლიდური სხვაობით მოუგეს.

ახლა სწორედ ხოსე მარია სანჩეს მარტინესზე ვწერთ, რომლის პირად Wikipedia-ს გვერდზე სრული სიგიჟე ხდება..

საქმე ისაა, რომ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა (ადამიანმა, რომელსაც ვებგვერდზე წვდომა აქვს და სავარაუდოდ, ლუქსემბურგელია) მარტინესის დაბადების და წარმოშობის ადგილად საქართველო მიუთითა, რითაც ამავე მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გააპროტესტა. მისი მთავარი სათქმელი ის იყო, რომ მარტინესი არაადეკვატურად მსაჯობდა და ქართველებს ეხმარებოდა, რაც Wikipedia-ს უცნობმა წევრმა ამ კუთხით გაასაჩივრა.

საქართველო - ლუქსემბურგის მსაჯი ქართველი იყო? - რა ხდება ინტერნეტში


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.