ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები მოიპოვა.
"ანასტასია გოტფრიდის ოქრო-ვერცხლი ევროპის ჩემპიონატიდან!
ძალოსანმა ატაცში ოქროს, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა!
ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გოტფრიდმა (+87 კგ.) იასპარეზა.
ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ატაცში სამივე ცდა 111 / 115 / 117 წარმატებით დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
გოტფრიდმა აკვრაში თავი 128 / 133 / 140 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ორჭიდში მოგროვილი 257 კილოგრამითაც." - ვკითხულობთ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის სოციალურ ქსელში.