აბუ დაბიში გამართულ ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ფალავანთა-ფალავანმა მონღოლი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ მოიპოვა.
დავითაშვილი მეშვიდედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, მან იგივეს გაკეთება პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე და კიდევ 5 მსოფლიოზე შეძლო.
შეგახსენებთ, ვეტერანი ძიუდოისტი ამჟამად კარგი თაობის აღზრით არის დაკავებული და მას ბევრჯერ აღუნიშნავს კიდევაც, რომ მისი აღსაზრდელები სხვადასხვა ასაკსა და წონაში საქართველოს ჩემპიონები არიან.